სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, იმედისა და სიხარულის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, მაცხოვრის აღდგომა იზეიმეს აჭარაში მცხოვრებმა სომეხმა თანამოქალაქეებმა.
სააღდგომო წირვა გაიმართა ბათუმის სურბ ფრკიჩის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში. სადღესასწაულო მსახურებას აჭარის სომეხთა სულიერი ლიდერი, მღვდელი არარატ გუმბალიანი უძღვებოდა.
ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.