ქრისტეშობა და ნათლისღება იზეიმეს ბათუმში მცხოვრებმა სომეხმა თანამოქალაქეებმა. ბათუმის სურბ ფრკიჩის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში სადღესასწაულო მსახურებას აჭარის სომეხთა სულიერი ლიდერი, მღვდელი არარატ გუმბალიანი უძღვებოდა.
ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით შობა და ნათლისღება მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
