მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია
საქართველოს სომეხი მოქალაქეები ქრისტეშობასა და ნათლისღებას აღნიშნავენ
06.01.2025
1 / 5


საქართველოს სომეხთა თემი მაცხოვრის შობასა და ნათლისღებას ერთად ზეიმობს. დღესასწაულობენ ახალციხეში მცხოვრები სომეხი თანამოქალაქეებიც, საზეიმო წირვა ახალციხის რაბათის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარში შედგა. ლიტურგიას მღვდელი თორგომ ვართანიანი უძღვებოდა.

 საზეიმო მსახურებას დაესწრო და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობის სახელით, დღესასწაულები მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში ელვარდ ზაზაძემ.

ქრისტეშობა და ნათლისღება იზეიმეს ბათუმში მცხოვრებმა სომეხმა თანამოქალაქეებმა. ბათუმის სურბ ფრკიჩის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში სადღესასწაულო მსახურებას აჭარის სომეხთა სულიერი ლიდერი, მღვდელი არარატ გუმბალიანი უძღვებოდა.

ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს შობა და ნათლისღება მიულოცა  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.






View Larger Map