მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია
სომეხთა ეკლესია ქრისტეს თორმეტ მოციქულსა და მეცამეტე მოციქულ პავლეს იხსენიებს
19.07.2025
1 / 1


სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს იესო ქრისტეს რჩეულ 12 მოციქულსა და მეცამეტე მოციქულს, პავლეს იხსენიებს. 12 მოციქული ქრისტეს მოწაფეები და ქრისტეს მოძღვრების პირველი გამავრცელებლები იყვნენ, მათ იესოს მოძღვრება უქადაგეს სხვადასხვა ერებს.

ქრისტეს მცნებათა უდიდესი მქადაგებელი იყო პავლე მოციქული, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ აღიარა მეცამეტე მოციქულად. სომხური სამოციქულო  ეკლესია 12 მოციქულთა და მეცამეტე მოციქულად აღიარებულ პავლეს ფერისცვალებამდე ერთი კვირით ადრე იხსენიებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მოციქულთა ხსენების დღეს ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიასა და მის მრევლს.






View Larger Map