დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედს იხსენიებს. წმინდანი პართიაში, ქრისტეშობიდან 257 წელს, მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი ცხოვრება მრავალ სასწაულთან არის დაკავშირებული, მის ლოცვასა და შემწეობას უამრავი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას და მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.