რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მრევლსა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს.
აღდგომა ცოდვაზე გამარჯვების, განახლების უდიდესი დღესასწაულია ყველა ქრისტიანისთვის. ვუერთდებით თქვენს სიხარულს და ბედნიერებასა და წინსვლას გისურვებთ.