რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიას ვარდავარს - იესო ქრისტეს ფერისცვალებას ულოცავს.
ფერისცვალება უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება, როცა თაბორის მთაზე მაცხოვარმა ფერი იცვალა, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“. ვარდავარი სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია.