სომხური სამოციქულო ეკლესია დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ღვთისმშობელი ნაზარეთში დაიბადა. მარიამი ის რჩეული იყო, რომელსაც ღმერთმა თავისი სათნოებისა და ღირსებებისთვის ღვთის დედად ყოფნის მადლი მიანიჭა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს, საქართველოს სომეხ მოქლაქეებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღეს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
