რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სულთმოფენობას - სულიწმინდის გარდამოსვლას ულოცავს სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მის მრევლს.
სულთმოფენობა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს აღინიშნება. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედაა მიჩნეული, როცა მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმიდა გარდამოვიდა მოციქულებზე და მორწმუნეებზე.