მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
18 ნოემბერს საქართველოში ირანის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფილიალში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრა გამართა
18.11.2020
1 / 1


დღეს, 18 ნოემბერს საქართველოში ირანის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფილიალში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრა გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროებით რწმუნებულთან (ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან) რასულ ესლამთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ: რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის თანამშრომლები გიორგი პატაშური და ზვიად ტყაბლაძე, ირანის დროებითი რწმუნებული (ელჩის მოვალეობის შემსრულებელი) რასულ ესლამი, ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი, დავუდ ზარე, საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, მრჩეველი კულტურის საკითხებში ჰამიდ მოსტაფავი, საქართველოში ირანის საელჩოს თარჯიმანი სოსო ონიკაშვილი.

შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარეს ირანის მხარემ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ალ-მუსტაფას უნივერისტეტის საქმიანობის შესახებ, გააცნო ინფორმაცია უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამების და მომავალი საგანმანათლებლო საქმიანობის პერსპექტივების თაობაზე.

საუბარი ასევე შეეხო რელიგიის სააგენტოს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას, ყოველწლიურ კონფერენციებსა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებს.

რასულ ესლამიმ მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს სტუმრობისთვის დადადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა რელიგიის მიმართულებით და მუსლიმი თემის დაფინანსებისა და მეჩეთების გადაცემის მექანიზმები. ასევე პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ საქართველოში სუნიტი და შიიტი მუსლიმები ერთად მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრობენ, რაც წარმოადგენს ერთიან დამოუკიდებელ ქართულ ისლამურ ფენომენს. ირანულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ რელიგიურ თავისუფლებას და მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს რელიგიის სააგენტოს მიერ მუსლიმი თემისადმი გაწეული დახმარებისათვის. შეხვედრის დასასრულს ირანულმა მხარემ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.