მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
24 აპრილს რამადანის თვე დაიწყო
25.04.2020
1 / 1


   24 აპრილიდან მუსლიმურმა სამყარომ ერთთვიანი, მძიმე მარხვა დაიწყო, რომლის განმავლობაშიც, ყველა მორწმუნე მუსლიმი მარხულობს, ეს ისლამის ხუთიდან ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.

   რამადანი ისლამური კალენდრის მეცხრეთვეა. მორწმუნეებს სჯერათ, რომ ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა წინასწარმეტყველ მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის მისია და პირველი გამოცხადებაც მიმადლა.

   რამადანის განმავლობაში, განთიადიდან მზის ჩასვლამდე, მუსლიმები, სულის განწმენდის მიზნით, უარს ამბობენ საკვებისა და სასმელის მიღებაზე, ნებისმიერ ხორციელ სიამოვნებაზე. როგორც წესი ამ დროის განმავლობაში, საომარი მოქმედებები და დაპირისპირებები უნდა შეწყდეს.

   მარხვა ყველა მუსლიმის სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. მისი მიზანია, რომ მორწმუნეები უფრო დაუახლოვდნენ ღმერთს და გაიხსენონ იმ ადამიანების შესახებ, ვინც განსაცდელშია. "რამადან მუბარაქ" - მრავალ ქვეყანაში ესე ესალმებიან მუსლიმები ერთმანეთს რამადანის თვეში.

   რამადანი მუსლიმთათვის გამოცდის, უდუდესი ნებისყოფისა და ვნებებზე გამარჯვების პერიოდია. მარხვის თვეში მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, გაჭირვებულების დახმარება. ქველმოქმედების ერთ-ერთი მაგალითია, მარხვის თვეში მორწმუნე ადამიანების ვახშამზე ანუ იფთარზე მიპატიჟება.

   მარხვა 23 მაისს სრულდება, 24, 25 მაისს კი რამზან-ბაირამი აღინიშნება 

   






View Larger Map