7-8 ოქტომბერს ებრაელები „შმინიაცერეთი/სიმხათ თორას” აღნიშნავენ. „სიმხათ თორა“- „თორით გამოწვეული სიხარული”- თორის კითხვის განახლებას უკავშირდება და ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ ებრაულ დღესასწაულად მიიჩნევა. ისრაელში იგი შმინიაცერეთს - სუქოთის მერვე, დამასრულებელ დღეს ემთხვევა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ყველა იუდეველს, წარმატებებსა და სიხარულს უსურვებს მათ.