მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ადიგენში „ზარზმობას“ ზეიმობენ
11.11.2022
1 / 4


დღეს, ადიგენში, წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე, „ზარზმობა“  აღინიშნება, რომელსაც სასულიერო იერარქები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სერაპიონ ზარზმელის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღესრულა. წირვის დასრულების შემდგომ, ზეიმის მონაწილეებს მიესალმა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილი.

სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, მრავალი კულტურული ღონისძიება გაიმართა. „ზარზმობა“ დასრულდა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა–გაყიდვითა და  ადიგენის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა თიმაძე, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ლომიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ მაგრაქველიძე, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი, რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა, ანალიტიკოსი, ზვიად ტყაბლაძე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული წარმომადგენელი, ელვარდ ზაზაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი და მენეჯერი, ვაჟა ართმელაძე.

სახალხო-რელიგიური დღესასწაული ,,ზარზმობა“ ყოველწლიურად აღინიშნება.






View Larger Map