მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
აიათოლა ქაზიმ სიდიგის ვიზიტი მთავრობის ადმინისტრაციაში
21.03.2017
1 / 6


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში  მიიღო ირანის სასულიერო პირთა დელეგაცია თეირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ქაზიმ სიდიგის ხელმძღვანელობით.   

            სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო მუსლიმ თემთან თანამშრომლობის საკითხები და ხელისუფლების მიერ მათ მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე, ქვეყნის რელიგიური პოლიტიკა და სააგენტოს საქმიანობა.   ზაზა ვაშაყმაძემ კიდევ ერთხელ  ისაუბრა იმ საერთო ფასეულობების შესახებ, რომლებზეც დაფუძნებულია მართლმადიდებლური და მუსლიმანური რელიგიები.  აღნიშნა, რომ მშვიდობიანი თანაარსებობითა და მათი საქმიანობის ხელშეწყობით  საქართველოს ხელისუფლება ცდილობს    ხელი შეუწყოს  ტრადიციულ ისლამს.    

            აიათოლა ქაზიმ  სიდიგმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს გულთბილი მიღებისათვის, მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებას მუსლიმთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილებებისათვის და აღნიშნა, რომ  რელიგიური ორგანიზაციებისადმი ამგვარი დამოკიდებულება, მეტყველებს, რომ ქვეყანას გონიერი მთავრობა ჰყავს, რადგან    რელიგიური ფასეულობების დაცვა   აძლიერებს ქვეყანას და თითოეულ მორწმუნეს.  სტუმარმა გაიხსენა საქართველოსა კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვები:  „ნამდვილ ისლამი ემსახურება მშვიდობასა და სიყვარულს. ნამდვილ ისლამს კავშირი არ აქვს ძალმომრეობასთან“.

            აიათოლა ქაზიმ სიდიგმა მაღალი შეფასება მისცა ხელისუფლების გადაწყვეტილებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  შექმნის შესახებ, მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს,  რომელიც ზრუნავს ყველა რელიგიაზე და  აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს თავად დარწმუნდა  სააგენტოს განსაკუთრებულ როლზე საქართველოში ისლამის განვითარებასა და რელიგიათა მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფაში. 






View Larger Map