მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
აიათოლა სიდიკის ვიზიტი მარნეულში
20.03.2017
1 / 10


ირანის დედაქალ თეირანის პირველი სასულიერო იერარქი, აიათოლა სიდიკი, საქართველოს ესტუმრა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და ირანის საელჩოს უშუალო მონაწილეობით, აიათოლა სიდიკი შეხვდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანს), შეხვედრაზე ისაუბრეს მარნეულში არსებულ რელიგიურ და ეთნიკურ ურთიერთობებზე. ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველოში და, მათ შორის, მრავალეთნიკურ მარნეულში, მუსლიმი, ქრისტიანი და სხვა რელიგიური თემის წარმომადგენლებს მშვიდობიანი, კეთილგანწყობილი  ურთიერთობის  ტრადიცია აქვთ და მას ღირსეულად განაგრძობენ.  მეუფე გიორგის განცხადებით,  იგი მოხარულია უმასპინძლოს ასეთი მაღალი რანგის სტუმარს, რადგან ამგვარი შეხვედრები კიდევ უფრო განამტკიცებს მჭიდრო რელიგიურ და ეთნიკურ  კავშირს. აიათოლა სიდიკმა მადლობა გადაუხადა მეუფეს თბილი დახვედრისათვის და განაცხადა, რომ ადგილობრივი რელიგიური და ეთნიკური ტოლერანტული თანაცხოვრება მაგალითი უნდა იყოს მსოფლიოსათვის.

            აიათოლა სიდიკი იმყოფებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სადაც შეხვედრები გამართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან - ქვემო ქართლის გუბერნატორ პაატა ხიზანიშვილთან,  გამგებელ მერაბ თოფჩიშვილთან, აგრეთვე,  მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატებთან - თამაზ ნავერიანთანა და რუსლან გაჯიევთან.  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ურთიერთდამოკიდებულება, როგორც რელიგიური, ისე ეთნიკური თვალსაზრისით, მართლაც მისაბაძია. ამის მაგალითია რელიგიური დღესასწაულები, მაგალითად, წინასაშობაოდ, ალილოზე, ქრისტიანი მრევლის მიერ შეგროვებული შემოწირულობა თანაბრად ნაწილდება როგორც ქრისტიან,  ისე მუსლიმ შეჭირვებულ ოჯახებზე. ასევე ხდება  ყურბან-ბაირამობაზეც

  დღის ბოლოს, აიათოლა ქალაქ მარნეულის კულტურის სახლს ესტუმრა, სადაც ადგილობრივი მუსლიმი სასულიერო პირები და მრევლი იყო შეკრებილი.

  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ შეკრებილ საზოგადოებას წმინდა ფატიმა ზეჰრას დაბადების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ რელიგიის სფეროში სახელმწიფოს მიერ გატარებული  პოლიტიკა  დასტურია იმისა,  თუ რას ნიშნავს რელიგიათა შორის დიალოგი - ქრისტიანთა და მუსლიმთა შორის მშვიდობიანი თანაარსებობა, რაც ესოდენ საამაყოა საქართველოსათვის, მაგრამ საშურია მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოსათვის. მისივე თქმით, სახელმწიფო განაგრძობს პოლიტიკას რელიგიათა შორის არსებული დიალოგის ხელშეწყობისათვის, რათა საქართველოში რელიგიურ თემებს შორის არსებული ტოლერანტული დამოკიდებულებები  კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაგრძელდეს მომავალშიც.

  შეხვედრის დასასრულს, აიათოლამ მადლობა მოახსენა მასპინძლებს გულთბილი დახვედრისათვის და იმ ტოლერანტული გარემოს შექმნისათვის, რომელიც მან საქართველოში იხილა.






View Larger Map