2 სექტემბერს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა (ამბასადორიალი) გაიხსნა, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები და უცხოური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ამბასადორიალის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც დამსწრეთ საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც რელიგიის პოლიტიკის კუთხით არსებულ რეალობასა და ახალ გამოწვევებზე ისაუბრა და განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია დამსწრეთ. მათ შორის: ინტერრელიგიური სათათბიროს, რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, შექმნის, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს რელიგიური გაერთიანებებისთვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივი და სიმბოლური ანაზღაურებისთვის გაწეული საქმიანობის, სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის მიმართულებით საჯარო მოხელეების გადამზადების პროექტის შესახებ. ზაზა ვაშაყმაძემ ხაზი გაუსვა სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ირანთან და თურქეთთან საერთო დიპლომატიური პლატფორმის შემუშავებისას რელიგიის საკითხების გათვალისწინების აუცილებლობას.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
