მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ანთიმოზობა სოფელ უდეში
26.06.2021
1 / 1


დღეს, ცნობილი სახელმწიფო და რელიგიური მოღვაწის, ანთიმოზ ივერიელის მშობლიურ კუთხეში, ანთიმოზობას დღესასწაულობენ. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტერში სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აღავლინა. წირვას დაესწრნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი ანტონ ობოლაშვილი, სახელმწიფო  რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, გუბერნატორის მოადგილე დავით ლომიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გოგა უკლება, რელიგიის სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი ელვარდ ზაზაძე და სააგენტოს თანამშრომლები ზვიად ტყაბლაძე, დავით დავითაშვილი, ოთარ ჭიკაძე.

ანთიმოზ ივერიელის, ანთიმ ივერიანუს - ქართველ პოლიტიკურ და საეკლესიო მოღვაწეს, მწიგნობარს, მესტამბესა და განმანათლებელს უდიდესი დამსახურება მიუძღვის რუმინეთის სახელმწიფოსა და ეკლესიის წინაშე. რუმინეთის ეკლესია განსაკუთრებულად აფასებს მის ღვაწლს მღვდელმსახურების რუმინულ ენაზე აღსრულების, რუმინული სალიტერატურო ენის განვითარების საქმეში. ანთიმოზ ივერიელი  მუდამ ხაზს უსვამდა თავის ქართულ წარმომავლობას და დიდი წვლილი შეიტანა ქართული სტამბის დაარსებაშიც. რუმინეთის ოსმალთაგან განთავისუფლებისთვის აქტიურ მებრძოლს, ვლახეთის პროთურქი მთავრის ხელშეწყობით, სასულიერო ღირსება აჰყარეს და ვლახეთიდან განდევნეს. სინას მთაზე მიმავალი ანთიმოზ ივერიელი თურქმა ჯარისკაცებმა აკუწეს და ნაწილები მდინარეში გადაყარეს. 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა.






View Larger Map