მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
აქცია დევნილი მოსახლეობისთვის
03.07.2021
1 / 4


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს.  ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას 50 ფუთა ტანისამოსი გადაეცათ.

ზუგდიდში იმყოფებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის თავმჯდომარე გია კანდელაკი, აღმასრულებელი დირექტორი ტარიელ პაპინაშვილი, ხუცესი ლევან ახალმოსულიშვილი და. აფხაზეთის ა.რ. მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია,  

ერთობლივი საქველმოქმედო აქციები კვლავ გაგრძელდება.






View Larger Map