2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტარდება საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომლის ორგანიზატორიცაა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. აღწერის შედეგად დადგინდება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესის ასაკის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და საცხოვრისების შესახებ. პარალელურად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც, რის შედეგადაც შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ. ეს აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების დადგენისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისთვის და ასევე, წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებით გათვალისწინებული აქტივობების შესაფასებლად.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მოგიწოდებთ საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სასულიერო პირებსა და მრევლს, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში. გავიგოთ რამდენნი ვართ!