26 აპრილს რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისიამ (USCIRF) გამოსცა ყოველწლიური 2017 წლის ანგარიში, რომელიც მონიტორინგს უწევს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უნივერსალურ უფლებას საზღვარგარეთ. რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისია (USCIRF) იყენებს საერთაშორისო სტანდარტებს, რათა მეთვალყურეობა გაუწიოს რელიგიის თავისუფლების დარღვევებს მსოფლიო მასშტაბით და პოლიტიკურ რეკომენდაციებს აძლევს პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანსა და კონგრესს.
ზემოთხსენებულ ანგარიშში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დამრღვევ ქვეყანათა სიაში საქართველო კვლავ არ იქნა შეყვანილი, რაც მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მხრივ დადებით ტენდენციაზე მიანიშნებს. ამ მხრივ საქართველო რეგიონში გამორჩეულია.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
