დღეს, 23 მარტს, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, თსუ პირველ კორპუსში გაიხსნა გამოფენა - ,,ავტოკეფალია 100“, სადაც წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და მუზეუმში დაცული უნიკალური საეკლესიო გამოცემები, უნიკალური საარქივო ხელნაწერები, რომლებიც დოკუმენტურად ასახავენ 100 წლის წინ საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებულ პროცესს, ხელნაწერები, ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში მონაწილე სასულიერო პირთა (კირიონ II, ლეონიდე, კალისტრატე ცინცაძე, ამბროსი ხელაია) ფოტოები და დოკუმენტები, ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორის (საძაგლიშვილი) წიგნები და ნივთები.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეთა - უმაღლესი სასწავლებლების პროფესორთა, საპატრიარქოს წარმომადგენელთა მოხსენებებში ხაზი გაესვა ავტოკეფალიის აღდგენის პროცესთან დაკავშირებულ პერიპეტიებსა და მის უდიდეს ისტოიულ მნიშვნელობას ქვეყნის ცხოვრებაში.
ფსამეცნიერო კონფერენციას სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ. მან აღნიშნა ეკლესიის განსაკუთრებული როლი და მონაწილეთა ყურადღება გაამახვილა სიმბოლურ ისტორიულ პარალელზე - XX საუკუნის დასაწყისშიც და ბოლოშიც ეკლესიის თავისუფლება და დამოუკიდებლობა წინ უსწრებდა საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 