მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესია შობას ზეიმობს
06.01.2023
1 / 4


აჭარაში სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იესო ქრისტეს  შობასა და ნათლისღებას აღნიშნავენ

დღეს, სურბ ფრკიჩის ბათუმის სომხურ სამოციქულო ეკლესიში, საშობაო წირვა მამა არარატ გუმბარიანმა აღავლინა.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის სახელით მიესალმა და შობა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.

საზეიმო წირვა შედგა ახალციხის სურბ  გრიგორ  ლუსავორიჩ სომხურ მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიაშიც. ლიტურგიას ტაძრის მოძღვარი, მღვდელი ჰაირაკოფ სააკიანი და თორგომ ვართანიანი უძღვებოდნენ.

 საზეიმო მსახურებას დაესწრო და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობის სახელით, ქრისტეშობა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ.






View Larger Map