მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ახალციხის სომხური თემი აღდგომას აღნიშნავს
30.03.2024
1 / 1


საქართველოს სომეხთა თემი უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს. აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია, რომელსაც ქრისტიანები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

აღდგომას დღესასწაულობენ ახალციხეში მცხოვრები სომეხი თანამოქალაქეებიც. საზეიმო წირვა ახალციხის რაბათის სურბ  გრიგორ  ლუსავორიჩის სომხურ ეკლესიაში შედგა. ლიტურგიას ტაძრის მოძღვარი, მღვდელი ჰაირაკოფ სააკიანი და თორგომ ვართანიანი უძღვებოდნენ.

            საზეიმო მსახურებას დაესწრო და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობის სახელით, აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ.






View Larger Map