ახალციხეში მცხოვრები სომხური თემი აღდგომას ზეიმობს. საზეიმო წირვა ახალციხის რაბათის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ სომხურ მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიაში შედგა. ლიტურგიას ტაძრის მოძღვარი, მღვდელი ჰაირაკოფ სააკიანი და თორგომ ვართანიანი უძღვებოდნენ.
საზეიმო მსახურებას დაესწრო და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობის სახელით, აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ.