მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ახალი გამოცემა ,,თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით" პრეზენტაცია გაიმართა
16.09.2021
1 / 13


დღეს საქართველოს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი პუბლიკაციის ,,თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით" პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების და საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები. პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა ახალი გამოცემის უნიკალურობას - იგი პირველად, აერთიანებს დედაქალაქში არსებული საკულტო ნაგებობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, სამეცნიერო თვალსაზრისითაც. სააგენტოს თავმჯდომარემ რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი მოიყვანა: „ბოლო, 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად: • თბილისის მოსახლეობა შეადგენს 1 მლნ. 108 717 ადამიანს; • აქედან, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევარია 1 მლნ. 024 931, ანუ მოსახლეობის 92,44 %; • მუსლიმია 16. 268, მოსახლეობის 1,47 %; • სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მიმდევარია 29. 368, მოსახლეობის 2,65 %; • იუდეველია 1.016, მოსახლეობის 0,09 %; • კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია 1. 662, მოსახლეობის 0,15 %; • იეზიდია 8. 124, ანუ 0,73 %; • იეჰოვას მოწმეა 3. 979 ;მოსახლეობის 0,36 %; • აღმსარებლობა არ მიუთითა, პასუხზე უარი თქვა, არც ერთი ან სხვა მცირერიცხოვანი კონფესია დაასახელა 23. 369 ადამიანმა, მოსახლეობის 2,11 %. თბილისში სულ 229 რელიგიური ნაგებობაა, ანუ 1 სამლოცველოზე 4. 884 მორწმუნე მოდის. აქედან: • 1 მლნ. 024 931 მართლმადიდებელზე 197 მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი, 22 სამლოცველო სახლი და 40 მშენებარე ეკლესიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ტაძარზე 5. 202 მორწმუნე მოდის; • დედაქალაქში 3 მეჩეთია, 1 მეჩეთზე 5. 423 მორწმუნე; • თბილისში 2 სინაგოგაა, ანუ 1 სინაგოგაზე 508 მორწმუნე; • 3 კათოლიკური ტაძარია, ანუ 1 ტაძარზე მორწმუნეთა ხვედრითი წილია 554; • 1 იეზიდურ სამოცველოზე 8. 214 მორწმუნეა; • იეჰოვას 3. 979 მოწმეს აქვს 16 საკულტო ნაგებობა, ანუ 1 ნაგებობაზე 249 მორწმუნე მოდის; • მცირერიცხოვანი კონფესიების წარმომადგენელთა თბილისში არსებული საკულტო ნაგებობების სტატისტიკა კი ასეთია - 23. 369 მორწმუნეზე 5 საკულტო ნაგებობაა. ანუ 1 სალოცავზე 4. 674 მორწმუნე მოდის. საზოგადოდ კი, თუ ქვეყნის მასშტაბით დავთვლით, საქართველოს მოსახლეობის 84 % მართლმადიდებელი ქრისტიანია, საკულტო ნაგებობების რაოდენობის მხრივ კი უკეთეს მდგომარეობაში არიან საქართველოში ისტორიულად არსებული რელიგიები (1 საკულტო ნაგებობა მოდის 1.548 მორწმუნე მართლმადიდებელზე და ისტორიული რელიგიების 1.391 წარმომადგენელზე); გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები აქვთ მცირერიცხოვანი კონფესიების წარმომადგენლებს. ზოგჯერ ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს, საქართველოში უმცირესობები იჩაგრება სახელმწიფოსა და დომინანტი ეკლესიის მხრიდან. მოვუწოდებ მათ - ჩახედონ ჩვენს მიერ მომზადებულ ანალიზს, იყვნენ შეფასებისას ობიექტურნი და შეადარონ ჩვენი შედეგები რეგიონის ქვეყნებს, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ბევრი სახელმწიფოს შედეგებს, აღარაფერს ვამბობთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე.“- განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

 სიტყვით გამოვიდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი,  საქართველოს პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი და დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე.

ფოტოალბომი „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ კარგი საჩუქარი იქნება რელიგიის სფეროს სპეციალისტებისთვის, ამ თემით დაინტერესებული პირებისთვის და ტურისტებისთვის.