მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ბაპტისტები ქრისტეშობას ზეიმობენ
24.12.2022
1 / 3


საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი დღეს ქრისტეშობას დღესასწაულობს. ქრისტე მაცხოვრის თბილისის ბაპტისტურ ეკლესიაში საშობაო ლოცვა გაიმართა. საზეიმო მსახურებას თბილისის ცენტრალური ბაპტისტური ეკლესიის უფროსი ხუცესი, ლევან ახალმოსულიშვილი უძღვებოდა.

საზეიმო მსახურების დასრულების შემდეგ, ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობის სახელით, შობის დღესასწაული, მიულოცა და წარმატებები უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ: „ქრისტიანული სამყარო ქრისტეს სიყვარულსა და ფილოსოფიას იზიარებს და თითოეული ქრისტიანისთვის შობის დღესასწაული ღმერთის სიყვარულში და რწმენაში გაძლიერების საწინდარია. გილოცავთ შობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, რომლის ფასი კიდევ ერთხელ დავინახეთ ჩვენს მეგობარ უკრაინაში დატრიალებული  უბედურების ფონზე“.

საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ: რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ავთანდილ კვერნაძე და უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი.






View Larger Map