მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ბაპტისტები შობას ზეიმობენ
24.12.2021
1 / 4


დღეს ქრისტეშობას დღესასწაულობს საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი. ქრისტიან ბაპტისტთა თბილისის ქრისტე მაცხოვრის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია გაიმართა.

საზეიმო მსახურების დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის სახელით, შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს შობის დღესასწაული მიულოცა და წარმატებები უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.

მასპინძლებმა, ეპისკოპოსმა გია კანდელაკმა, თბილისის ეკლესიის ხუცესმა ლევან ახალმოსულიშვილმა და დიაკონმა ტარიელ პაპინაშვილმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობასა და რელიგიის სააგენტოს თანადგომისთვის.

საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დავით დავითაშვილი.






View Larger Map