მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ბაპტისტური ეკლესიების კავშირში კონფერენცია გაიმართა
11.10.2023
1 / 3


საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი ხვალ ახალ ეპისკოპოსს აირჩევს. დღეს კი, თბილისის ბაპტისტურ ეკლესიაში, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა საანგარიშო-საარჩევნო საერთაშორისო კონფერენციაზე ოთხწლიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამა. კონფერენციის საქმიანობაში მონაწილეობდნენ სომხეთის, ესტონეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, ლიეტუვის, ისრაელის, გერმანიის ბაპტისტური ეკლესიების წარმომადგენლები და  საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენსბოტეს“ ხელმძღვანელობა

კონფერენციას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია - სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის,   სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსის, ნინო ჭავჭავაძისა და ანალიტიკოს გიორგი პატაშურის შემადგენლობით.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ბაპტისტური ეკლესიების კავშირი ნაყოფიერად თანამშრომლობს რელიგიის სააგენტოსთან და იმედი გამოთქვა, რომ ახლად არჩეულ ეპისკოპოსთანაც სააგენტოს მჭიდრო ურთიერთობები ექნება. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის როლს ინტერრელიგიური სათათბიროს მუშაობაში და მათ აქტიურობას საქველმოქმედო საქმიანობაში.

ხვალ გაიმართება ახალი ეპისკოპოსის არჩევნები.






View Larger Map