საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ინიციატივით ბოლნისში გერმანელი მიგრანტების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ბოლნისის სამრევლო სახლში გამართულ საზეიმო სხდომაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს: ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსმა ჰანს იოახიმ კიდერლენმა, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგსმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, ბოლნისის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.
ზაზა ვაშაყმაძემ გაიხსენა საქართველოში გერმანელი მიგრანტების მოღვაწეობის შთამბეჭდავი ისტორია და ისაუბრა იმ მეგობრული ურთიერთობების შესახებ, რომელიც ორ ერს დღემდე გააჩნია.
დასასრულ სტუმრებმა გერმანულ-ქართული ურთიერთობები სიმბოლურად ქართული ღვინით დალოცეს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
