მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ბრიფინგი რელიგიის სააგენტოში
26.11.2015
1 / 6


დღეს, 26 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, მედიასთან შეხვედრის მიზეზი სააგენტოს მიმართ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებები გახდა. ზაზა ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი ტენდენციად მისი განხილვის საფუძველს არ იძლევა და რომ ისინი, ისევე, როგორც ეკონომიკურ გაჭირვებაზე აპელირება, ტერორიზმის გასამართლებლად ვერ გამოდგება. „საფრანგეთს ნამდვილად ვერავინ დასწამებს ვერც დემოკრატიული ტრადიციების ნაკლებობას, ვერც ტოლერანტობის დეფიციტს საკუთარი არაფრანგი და არაკათოლიკე მოსახლეობის მიმართ, და ეკონომიკურადაც ერთერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში, ამის მიუხედავად, პარიზი უკვე მეორედ გახდა ტერორისტების სამიზნე. არც ის ახალგაზრდები არიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი, საქართველოს მასობრივი სისხლისღვრით რომ ემუქრებიან.  ტერორიზმს გამართლება არა აქვს. ფუნდამენტალიზმსა და ფანატიზმს  ვერც ეკონომიკური გაჭირვებით გაამართლებ და ვერც, თუნდაც, რაიმე სახის, დაპირისპირების არსებობით საზოგადოების ამათუიმ ჯგუფს შორის. ამდენად, საფრთხის შემცველი სწორედ, ასეთი უპასუხისმგებლო და პოპულისტური განცხადებებია“- აცხადებს სააგენტოს თავმჯდომარე. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია“ წლის დასაწყისში გამოქვეყნდა, სააგენტომ დოკუმენტი წარადგინა წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ,   განთავსებულია ვებგვერდზე, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი განხილვისთვის, რეკომენდაციებისთვის ღია დოკუმენტია, „ამის მიუხედავად, მხარდამჭერი გამოხმაურების გარდა, ჯერჯერობით, პრინციპული შენიშვნებით ჩვენთვის ოფიციალურად არავის მოუმართავს. ტექსტის სრული წაკითხვის შემთხვევაში გასაგები ხდება, რომ იგი არ შეიცავს საფრთხეს და  სახელმწიფოს ქმედები განვლილ პერიოდში,  სწორედაც, რომ საწინააღმდეგოს ცხადყოფს. ხოლო საკითხის მოგვარებას, ექსტრემისტული მუქარის ფონზე ამ შენიშვნაზე აპელირებით რელიგიური პოლიტიკის კრიტიკა, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს“- განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.






View Larger Map