მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
დღეს მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს ფერიცვალებას აღნიშნავს
19.08.2017
1 / 1


დღეს მართლმადიდებელი სამყარო თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან  ერთ-ერთს - ფერიცვალებას აღნიშნავს. 

ახალი აღთქმის მიხედვით, იესო  ქრისტემ  თავის მოწაფეებთაგან გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა. ამდროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ და ისმენდნენ იესოს მომავალი ჯვარცმის შესახებ. ამ საზარელი ამბის გაგების მიუხედავად,  იესოს „პირი გაბრწყინდა ვითარცა მზე, ხოლოსამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ  მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ამ უდიდეს დღესასწაულს და  სულიერ გაძლიერებას, სიკეთეს და სიხარულს უსურვებს.






View Larger Map