დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. სტუმრებმა ისაუბრეს ხეობაში არსებულ ვითარებასა და პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაშიც სახელმწიფოს რეალური დახმარების გაწევა შეუძლია. გამოითქვა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი, რაც, შეხვედრის მონაწილეთა აზრით, სასარგებლო იქნება ორივე მხარისათვის. შეხვედრის ბოლოს, უხუცესთა საჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს ხელმძღვანელობას და გამოთქვეს იმედი, რომ ამგვარ ურთიერთობებს უფრო ხშირი სახე მიეცემა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 