17 დეკემბერს, ქ. ქუთაისში, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ორგანიზებით გაიმართა დისკუსია „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა“. დისკუსიის მასპინძელი იყო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი აფხაზინტერკონტალი“.
დისკუსია ეძღვნებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომზადებულ დოკუმენტს (პროექტს) - „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია“, რომელთან დაკავშირებითაც მოხსენებები წაიკითხეს სააგენტოს წარმომადგენელმა არჩილ მეტრეველმა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლის მხრიდან აღინიშნა, რომ რელიგიური გაერთიანებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის სტრატეგია რელიგიური უმცირესობების დაცვისა და ანტიდისკრიმინაციული გარემოს ხელშეწყობის ძირითადი მიმართულებებით განვითარდება. სააგენტო კვლავ ღია დარჩება აღნიშნული მიმართულებებით სათანადო რეკომენდაციებისთვის.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
