მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
დღეს ამაღლება აღინიშნება
10.06.2021
1 / 1


დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები ამაღლებას დღესასწაულობენ.ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე, რომელიც ხშირად ეცხადებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა, მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა. უფალმამოწაფეები ზეთისხილის მთაზეაიყვანა, უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, სანამ მათზე არ გადავიდოდა სულიწმინდის მადლი, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ მაცხოვარმა მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამაღლებას ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.






View Larger Map