მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე აღინიშნება
12.05.2021
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს ულოცავს.

საქართველოს  სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს აღნიშნავს.  ქრისტიანული სწავლების თანახმად, წმინდანი პირველი დაემოწაფა ქრისტეს და ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული. ანდრია პირველწოდებული საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, რადგან მოციქული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი და გამავრცელებელია.

 2019 წლიდან, საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობას დღესასწაულობს. ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია.






View Larger Map