მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
დღეს გიორგობა აღინიშნება
06.05.2020
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს.

6 მაისი მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანის, წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეა.

გადმოცემის თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში დაიბადა.  იგი რომის  იმპერატორის, დიოკლეტიანეს მხედართმთავარი იყო. კერპთაყვანისმცემელმა დიოკლეტიანემ წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მრავალი ტანჯვა-წამების, მათ შორის - ურმის თვალზე გაკვრის შემდეგ, წმინდანს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. იგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიასა და ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაულს.






View Larger Map