მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
დღეს მუსლიმები ჰიჯრას აღნიშნავენ
20.08.2020
1 / 1


დღეს მუსლიმები ჰიჯრას - მთვარის კალენდრის მიხედვით ახალი წლის დასაწყისს აღნიშნავენ. ჰიჯრის მთვარის კალენდრის პირველი დღეა 622 წლის 16 ივლისი - მუსლიმური ტრადიციის მიხედვით, მაჰმადისა და მისი მიმდევრების (მუჰაჯირების) მექიდან მედინაში გადასახლების თარიღი.

მუსლიმურ მთვარის წელიწადში 354 დღეა, თვეში – 29-30 დღე. ჰიჯრის კალენდრის დღეები 11-12-ით ნაკლებია საყოველთაოდ გავრცელებული გრიგორიანული კალენდრის დღეებზე და ამიტომ ყოველ 33 წელიწადში ვიღებთ ერთი წლის განსხვავებას.






View Larger Map