მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
დღეს რამადანის თვე დაიწყო
11.03.2024
1 / 1


დღეიდან მუსლიმთათვის რამადანის, მარხვის თვე დაიწყო. მუსლიმური გადმოცემის თანახმად, ამ თვეში მოხდა ყურანის პირველი აიების გარდმოვლენა წინასწარმეტყველ მუჰამედზე და  ალაჰმა მას მოციქულის მისია შთააგონა.

მორწმუნე მუსლიმები რამადანს მარხვაში ატარებენ. მარხვის პერიოდში მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება და გაჭირვებულთა დახმარება, ადამიანების ვახშამზე ანუ იფტარზე მიპატიჟება; როგორც წესი, ამ პერიოდში საომარი მოქმედებები და დაპირისპირებები უნდა შეწყდეს.

 






View Larger Map