მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
დღეს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენას დღესასწაულობს
09.04.2021
1 / 1


დღეს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენას დღესასწაულობს - ზუსტად 30 წლის წინ, 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, ხელი მოეწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო დაეყრდნო 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3-მა პროცენტმა, რომელთაგან 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

დღესვე აღინიშნება საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა მოხსენიების დღე - 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას 21 ადამიანი შეეწირა.






View Larger Map