დღეს შიიტი მუსლიმები აღნიშნავენ გლოვის დღეს - აშურას, სადაც იხსენებენ 680 წელს (ჰიჯრის 61 წელი) ტრაგიკულად დაღუპულ იმამ ჰუსეინ იბნ ალის (მეოთხე ხალიფა ალის შვილი, წინასწარმეტყველ მუაჰამადის შვილიშვილი).
ამასთან დაკავშირებით ეწყობა იმამ ჰუსეინის გარდაცვალების გამო დატირებები და სამგლოვიარო მსვლელობები, ხდება შეკრებები, სადაც კითხულობენ ამბებს ჰუსეინისა და მისი ახლობლების ტანჯვა-წამების შესახებ, კითხულობენ მათი სულის მოსახსენიებელ ლოცვებს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
