მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ებრაელები პასექს აღნიშნავენ
10.04.2017
1 / 1


10-18 აპრილს ებრაელები უდიდეს ებრაულ დღესასწაულს, ფესახს (პასექი)  აღნიშნავენ.

პასექი არის უდიდესი ებრაული და სამარიული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად  ებრაული კალენდრის ნისანის თვის მე-15-ე დღიდან 21-ე (22-ე) დღის ჩათვლით. დღესასწაულის თარიღი მოძრავია და მარტში ან აპრილში აღინიშნება. ფესახი (იგივე პასექი) არის ერთ-ერთი სამი პილიგრიმული დღესასწაულიდან. იგი ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან, პირველშობილ ყრმების გადარჩენას (რასაც წინ უძღვოდა ღვთის რისხვა ეგვიპტელთა მიმართ) და  ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლას ამ დღეს მორწმუნეები ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ნიშნად უფლისგან მოსულ ხსნას ზეიმობენ, იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ და უფუარ პურს - მაცას მიირთმევენ

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, ჩვენს თანამოქალაქე ქართველ ებრაელებს ფესახის დღესასასწაულს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ.






View Larger Map