დღეს ებრაელები ტუ ბიშვატს - ხეთა ახალ წელს აღნიშნავენ. ტრადიციულად, ისრაელში ახალ წელს ოჯახი ხეს რგავს, საზეიმო სუფრას კი შვიდი სახეობის ხილით ამშვენებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ებრაელ ერს, განსაკუთრებით ქართველ ებრაელთა თემს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.