მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
„ერთად ვილოცოთ საქართველოსთვის“ - ამბობს წმინდა საყდრის დესპანი
24.12.2021
1 / 4


კათოლიკური სამყარო დღეს ქრისტეშობას ზეიმობს. ქრისტეშობას აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები კათოლიკეებიც. წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში, ჟოზე-აველინო ბეტანკური, სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატებთან ერთდ, საშობაო წირვას თბილისში, წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკურ ეკლესიაში დაესწრო.

საქართველოს მთავრობის სახელით, ტაძარში შეკრებილ მრევლს ქართულ და იტალიურ ენებზე ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, სერგო ფარულავამ.

წირვას ესწრებოდნენ სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ავთანდილ კვერნაძე და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, გიორგი პატაშური.

„მოდით, ერთად ვილოცოთ საქართველოსთვის“ - განაცხადა საპასუხო გამოსვლაში, ვატიკანის ელჩმა და მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და რელიგიის სააგენტოს აქტიური თანამშრომლობისათვის.

 






View Larger Map