დღეს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ქრისტიანთათვის ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს - მაცხოვრის ამაღლებას აღნიშნავს. სახარების თანახმად, აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მოუწოდა სახარება ექადაგათ და შემდგომ, მათ თვალწინ, ზეცად ამაღლდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ–ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
