საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს რეფორმაციის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი უკავშირდება რეფორმაციის ფუძემდებლის, მარტინ ლუთერის მიერ 1517 წელს, ვიტენბერგის საკათედრო (ყოველთა წმინდათა) ტაძრის კარებზე 95 თეზისის მიჭედებას, რომელიც აერთიანებდა რიგ თეოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ საკითხებს. ეს ქმედება მიიჩნევა პროტესტანტული რეფორმაციის ოფიციალური ათვლის წერტილად. აღსანიშნავია, რომ ლუთერული ეკლესია ევროპასა და მსოფლიოში V საუკუნისაა, ხოლო საქართველოში 201 წელიწადს ითვლის.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლუთერულ ეკლესიას და მის მრევლს დღევანდელ დღესასწაულს, წარმატებებსა და სიკეთეს უსურვებს მათ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
