ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ქრისტეშობას ზეიმობს. ევანგელურ-ლუთერულ შერიგების ეკლესიაში საშობაო ლიტურგიას ეპისკოპოსი, როლფ ბარაისი უძღვებოდა.
ტაძარში შეკრებილთ, საქართველოს მთავრობის სახელით, შობის დღესასწაული მიულოცა სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ: „ვულოცავთ ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას და მის მრევლს, ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც იზიარებს ქრისტიანული სამყაროს დღესასწაულს, ქრისტეშობას და მშვიდობას, წარმატებებს ვუსურვებთ“.
საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ: რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
