ეზიდები დღეს ჩლე ჰავინეს - ზაფხულის ორმოცდღიანი მარხვის დასრულებას ზეიმობენ. უმაღლესი სასულიერო პირები და ეზიდები, რომლებიც ასკეტურ ცხოვრებას მისდევენ, წელიწადში ორჯერ (ზამთარსა და ზაფხულში) ორმოცდღიან მარხვას იცავენ, რაც ასტრალურ კულტებს უკავშირდება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მარხვის დასრულებას ულოცავს საქართველოს ეზიდ თემს.