დღეს მთელი მსოფლიოს ეზიდები თავიანთ მთავარ რელიგიურ დღესასწაულს, აიდა ეზიდს აღნიშნავენ, რომელიც მზის კულტთან არის დაკავშირებული. ეზიდთა მითოლოგიის თანახმად, სწორედ, ამ კვირის დასაწყისში შეიქმნა დედამიწა, დღეს კი უფლის სადიდებელი, სამყაროს დაბადების დღე აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა ეზიდს ულოცავს დღესასწაულს, განსაკუთრებით კი, ქართველ ეზიდებს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
