რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს საქართველოს ეზიდ თემს - დღეს ეზიდთათვის განკაცებული ღმერთის, შეიხ ადის ხსოვნის პატივსაცემად, მომლოცველთა საყოველთაო შეკრების დღეები იწყება. 6-13 ოქტომბერს, ეზიდი თემი ჯამაია შიხადის ზეიმობს. 7 დღის მანძილზე ტარდება ყოველდღიური რიტუალები, მეშვიდე დღეს კი სრულდება რიტუალური ანგელოზთა ცეკვა, რომლის დროსაც მომლოცველები, მათი რწმენით, სულიერად იწმინდებიან.