მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ეზიდი თემი თბილისის ტაძრის დღესასწაულს ზეიმობს
11.06.2023
1 / 4


საქართველოს ეზიდთა თემის თბილისის სალოცავს დღეს მრავალი სტუმარი ჰყავს - ერაყიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან ჩამოსული ეზიდები „ტავაფა ეზიდს“, თბილისის ეზიდთა ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავენ.

ტაძრის დღესასწაული სასულიერო რიტუალით დაიწყო და ტრადიციულად, ტაძრის სახურავზე დროშის შეცვლით დასრულდა. ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

ეზიდ თემს თბილისის ტაძრის დღესასწაული მიულოცა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ. მან განსაკუთრებით აღნიშნა ქართველებსა და ეზიდებს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებული, მეგობრული ურთიერთობები.

ღონიძიებას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა და სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელი, აბაი ფაშაევი.






View Larger Map